რესურსები

რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავებისთვის, საგნობრივი სტანდარტის მიზნების მისაღწევად
თქვენი თემისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესამუშავებლად, გამოიყენეთ შემდეგი რჩევები.

სასარგებლო რჩევები ზოგადი შეკითხვების ფორმულირებისთვის:
     იფიქრეთ თქვენს საგანზე მთლიანობაში. რატომ სწავლობენ მოსწავლეები ამ მასალას? რით არის ეს საგანი მნიშვნელოვანი? რატომ ეკიდებიან სერიოზულად მას მოსწავლეები? რა ღირებულება გააჩნია ამ საგნის სწავლას?
     რომელი  მნიშვნელოვანი კონცეფციების სწავლებას ცდილობთ? რა გსურთ, რომ თქვენს მოსწავლეებს ახსოვდეთ წლების შემდეგ?
     თქვენს სტანდარტებში თუ არის  რაიმე მნიშვნელოვანი კონცეფციების გამომხატველი  სიტყვები, რითიც დაიწყებდით ან რაზეც  ააგებდით თქვენს შეკითხვებს?
     თქვენს საგნობრივ სტანდარტში გათვალისწინებულ შინაარსს როგორ დააკავშირებდით თქვენი მოსწავლეების პიროვნულ  გამოცდილებასთან? საგანში მოცემული მასალა როგორ  ახდენს გავლენას  მოსწავლეების ცხოვრებაზე? რატომ უნდა მოეკიდონ ისინი სერიოზულად ამ საგანს?
     გაითვალისწინეთ, რომ კითხვები თავდაპირველად ზრდასრული ადამიანის ენით  დაწეროთ,  რათა მნიშვნელოვანი კონცეფციები კარგად გაიაზროთ და შემდეგ  მოსწავლეებისთვის შესაფერის ენაზე გადაწეროთ.
     ნუ ღელავთ  ენასა და ტექნიკური მხარეებზე. ფოკუსირება მოახდინეთ იდეების გენერირებაზე („გონებრივი იერიში“). თავი აარიდეთ ისეთი კითხვების დასმას, რომელიც მარტივი პროცესების განმარტებას მოითხოვს.

სასარგებლო რჩევები თემატური შეკითხვების ფორმულირებისთვის:
     რატომ არის ამ თემის  შინაარსი მნიშვნელოვანი? რატომ ეკიდებიან მას მოსწავლეები სერიოზულად? რა ღირებულება აქვს ამ თემის სწავლას?
     რა გსურთ რომ თქვენმა მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ ამ თემიდან? რომელი ფართო მნიშვნელობის ცნებების სწავლებას ცდილობთ ამ თემაში? რა წარმოადგენს თემის გაგების არსს?
     როგორი ღია კითხვები დასვეს  ან რა აინტერესებდათ თქვენს ყოფილ მოსწავლეებს, როცა ამ თემას გადიოდნენ?
     როგორ გსურთ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა დაამუშაონ ახალი თემის შინაარსი? როგორ დააკავშირებენ და განავრცობენ ისინი სხვადასხვა თემატიკას; რა დასკვნებს გამოიტანენ მოცემული სასწავლო თემის შესახებ?
     თემის დამუშავების პროცესში როდის იქნებიან მოსწავლეები მზად,  მნიშვნელოვანი კითხვების დასასმელად და მათზე პასუხის გასაცემად?

სასარგებლო რჩევები  შინაარსობრივი კითხვების ფორმულირებისთვის:
     რომელია  მოკლე პასუხების მქონე ტესტის ტიპის შეკითხვები, რომლებზეც, თქვენი აზრით,  თემის დასრულებისას  თქვენი მოსწავლეები შეძლებდნენ პასუხის გაცემას?
     გადახედეთ თქვენს სტანდარტებს. ჩვეულებრივ, ზოგიერთი შინაარსობრივი შეკითხვის აღება პირდაპირ სტანდარტებიდან შეიძლება.
     ნიმუშად აღებული სტანდარტი: განსაზღვრეთ ნებისმიერი საზოგადოების ძირითადი ინსტიტუციები: სამთავრობო, ეკონომიკური, საგანმანათლებო და რელიგიური ინსტიტუციების ჩათვლით.
      სტანდარტიდან გამომდინარე შინაარსობრივი კითხვა: რომელი ინსტიტუციებია ყველა საზოგადოებისათვის ძირითადი?
     ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი შინაარსობრივი კითხვა არ იყოს ძალიან ფართო მნიშვნელობის. შინაარსობრივი შეკითხვები მოითხოვს ერთ ან რამდენიმე სწორ პასუხს, რომელიც ფაქტობრივია და არ არის სადავო. მხედველობაში იქონიეთ განსაზღვრებითი ან პროცედურული კითხვები, როგორიცაა:
     რა არის წყლის ციკლი?
     როგორ იქცევა საკანონმდებლო პროექტი კანონად?
     ფაქტზე დაფუძნებულ რომელ შეკითხვებზე უნდა შეძლონ მოსწავლეებმა პასუხის გაცემა, რათა შემდეგ უფრო ფართო მნიშვნელობის შეკითხვებსაც გასცენ პასუხი?

Комментариев нет:

Отправить комментарий