понедельник, 29 апреля 2019 г.

ბავშვის უსაფრთხოება საინფორმაციო მაგისტრალზე

ავტორი: ლორენს ჯ. მეჯიდი
(c) 1998 
დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი
"კიბერ სივრცე' 'ვებ სივრცე,' ქსელი,' 'საინფორმაციო მაგისტრალი'" —
რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, დღეს, მილიონობით ადამიანი იყენებს ონლაინ საშუალებებს ელექტრონული გზავნილების გაცვლის, ვებგვერდების დათვალიერების, მესიჯების გავრცელების და წაკითხვის (ზოგჯერ უწოდებენ ახალი ამბების დაფას), ჩატ ჯგუფებში მონაწილეობის გზით.
ონლაინსაშუალებების გამოყენების მრავალი გზა არსებობს. გარდა ძირითადი კომერციული ონლაინსერვისებისა, არსებობს ათასობით ინტერნეტ სერვის პროვაიდერი (ISPs), რომელიც ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფს. სატელეფონო კომპანიები, საკაბელო ტელევიზიის კომპანიები და ზოგჯერ ადგილობრივი გაზეთებიც კი გვთავაზობენ ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას ყოველთვიური ანაზღაურების სანაცვლოდ. მომხმარებლების უმრავლესობა იყენებს კომპიუტერს ინტერნეტკავშირისთვის, თუმცა დღეს შესაძლებელია სპეცილური ადაპტორის შეძენა, რომელიც ტელევიზორით უზრუნველყოფს ინტერნეტკავშირს.
ინტერნეტსერვისპროვაიდერები და ონლაინ სერვისები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომხმარებელს უსაფრთხო, სასიამოვნო და სასარგებლო ონლაინ გამოცდილება ჰქონდეთ, თუმცა თითოეული მომხმარებლის ქცევის გაკონტროლებას აღნიშნული კომპანიები ვერ შეძლებენ იმაზე უკეთ, ვიდრე ამას ადგილობრივი მთავრობა აკეთებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ინტერნეტკავშირის მიღების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს და ინფორმაცია გაცვალოს ადამიანებთან, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სხვა ინტერნეტ სერვის პროვაიდერთან ან ონლაინსერვისთან. ინტერნეტი უზარმაზარ გლობალურ ქსელს წარმოადგენს, რომელიც არ კონტროლდება/იმართება არც კომპანიის და არც მთავრობის მიერ.
მსოფლიოში ყველას, კომპანიებს, მთავრობებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს შეუძლია მასალების და ინფორმაციის განთავსება ინტერნეტქსელში.ინტერნეტსერვისპროვაიდერი გაკავშირებს საიტებთან, თუმცა მას აღნიშნული საიტების კონტროლის მექანიზმები არ გააჩნია. პიროვნება თავად არის პასუხისმგებელი უსაფრთხო და ადეკვატურ ქცევაზე.
საინფორმაციო მაგისტრალის დადებითი მხარეები
დღეს შესაძლებელია უამრავი სერვისის მიღება, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ახალი ამბები, ამინდის პროგნოზი, სპორტული ამბები, სააქციო ბირჟის ფასები, ფილმის რეცენზიები, ენციკლოპედიები, ავიაბილეთების ფასები ფართოდ ხელმისაწვდომია. მომხმარებელს შეუძლია ისეთი ტრანზაქციების შესრულება, როგორიცაა აქციებით ვაჭრობა, სამგზავრო ჯავშნების გაკეთება, საბანკო მომსახურების მიღება და შესყიდვების გაკეთება. შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია ადგილობრივ სკოლებზე ან მთავრობაზე, წაიკითხოთ გაზეთი ან მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ. მილიონობით ადამიანი უკავშირდება ოჯახს და მეგობრებს მსოფლიოს გარშემო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ზოგი იყენებს საჯარო საინფორმაციო არხებს, ჩატის გვერდებს ახალი მეგობრების შეძენის მიზნით. ინტერნეტის საშუალებით, ასევე, შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს და მოუსმინოთ აუდიოპროგრამებს დიდი მედია კომპანიების, ბიზნესების, ორგანიზაციების ან ცნობილი ადმიანების შესახებ. ინტერნეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც საგანმანათლებლო და გასართობი საშუალება, მოძებნოთ ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, ეწვიოთ ვირტუალურ მუზეუმს, გაიაროთ სასწავლო კურსი, ითამაშოთ კომპიუტერული თამაშები სხვა მომხმარებლებთან ან თვითონ კომპიუტერთან.
"საგანმანათლებლო... მიზნით, მომხმარებელს შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე..."
ონალაინ სერვისების მომხმარებლებს ძირითადად დადებითი გამოცდილება აქვთ. თუმცა, ნებისმიერი საქმიანობის მსგავსად, იქნება ეს მოგზაურობა, საჭმლის მომზადება თუ სკოლაში სიარული, ინტერნეტის გამოყენებასაც თან ახლავს რისკები. ონლაინ სამყარო, დანარჩენი საზოგადოების მსგავსად, სხვადასხვა თვისებების მატარებელ ადამიანებს აერთიანებს. მათ უმრავლესობა წესიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან, თუმცა ზოგიერთი შეიძლება იყოს უზრდელი, მავნებელი, შეურაცხმყოფელი, ძუნწი ან ექსპლუატატორი. ბავშვები ბევრ სარგებელს იღებენ ონლაინ სერვისებიდან, თუმცა ისინი დანაშაულებრივი ქმედების და ექსპლუატაციის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ. ბავშვები იოლად ენდობიან, ცნობისმოყვარეობით სავსე არიან და მოუთმენლად ელიან ახალ სამყაროსთან და ურთიერთობებთან ზიარებას. ბავშვებს აუცილებლად სჭირდება მშობლის მეთვალყურეობა და რჩევები ინტერნეტ სივრცეში ჯანსაღი, პროდუქტიული და სასიამოვნო გამოცდილების შენარჩუნებისთვის.
საკითხის ანალიზი
მართალია, წარსულში გვსმენია ინტერნეტის და ონლაინ სერვისების გამოყენებით დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა არც თუ ისე ხშირად. რა თქმა უნდა, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დანაშაულის მსგავსად, ბევრი შემთხვევა უცნობი რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვს არ უნდა შემთხვევის განხილვა მშობელთან.
ის ფაქტი, რომ დანაშაულებრივი ქმედება შესაძლოა მოხდეს ონლაინ, ინტერნეტ სერვისების გამოყენების თავიდან აცილების მიზეზი არ უნდა გახდეს. ონლაინ სერვისების აკრძალვა ბავშვებისთვის სკოლაში, დანაშაულებრივი ქმედების საფრთხეების გამო, სიარულის აკრძალვის ტოლფასი იქნება.
უკეთესი იქნება, თუ ბავშვებს მივაწვდით ინფორმაცია კიბერ სივრცის დადებით მხარეებსა და საფრთხეებზე და ვასწავლით თუ როგორ გამოიჩინონ გონიერება და დაიცვან თავი პოტენციურად საშიში სიტუაციისგან.
რა რისკებთან გვაქვს საქმე?
ბავშვები, რომლებიც ინტერნეტს ან ონლაინ სერვისებს იყენებენ, სხვადასხვა სახის რისკის წინაშე არიან. განსაკუთრებით საფრთხის მომცველია თინეიჯერების აქტივობა, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფის მოზარდები, ძირითადად, მშობლის მეთვალყურეობის გარეშე იყენებს ინტერნეტ სივრცეს და მათი ჩართულობის ალბათობა ონლაინ დისკუსიებში ლიდერობის, ურთიერთობების და სექსუალური აქტივობის თემებზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მცირეწლოვანი ბავშვებისა. თუ ოჯახში გყავთ თინეიჯერი ან თქვენ თავად ხართ ამ ასაკში, გაეცანით სტატიას თინეიჯერთა/მოზარდთა უსაფრთხოება საინფორმაციო მაგისტრალზე, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე� www.missingkids.com.
"განსაკუთრებით საფრთხის მომცველია თინეიჯერების აქტივობა, . . . . . მათი ჩართულობის ალბათობა ონლაინ დისკუსიებში ლიდერობის . . . . . თემებზე ბევრად უფრო მაღალია.�
რისკებს შორის გვხვდება:
არასათანადო მასალების გაცნობა
ერთ-ერთი რისკი შეიძლება იყოს არასათანადო - სექსუალური, ძალადობრივი, აგრესიული ხასიათის - მასალების გაცნობა, რომლებიც უბიძგებს მკითხველს საშიში და არალეგალური საქმიანობისკენ.
ფიზიკურ ძალადობაზე მიმართული ქმედება
ერთ-ერთ რისკს წამორადგენს ისეთი ინფორმაციის გაცემა, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მას ან მისი ოჯახის წევრების ფიზიკურ მდგომარეობას. ყოფილა შემთხვევები, როცა პედოფილები იყენებენ ელ-ფოსტას, საინფორმაციო დაფას, ჩატს ბავშვის ნდობის მოსაპოვებლად და შემდეგ პირისპირ შეხვედრის დასაგეგმად.
შეურაცხყოფა
ერთ-ერთი რისკი შეიძლება იყოს ელ-ფოსტის, საინფორმაციო დაფის ან ჩატის გამოყენება შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და აგრესიული მესიჯების გასავრცელებლად.
სამართლებრივი და ფინანსური
არსებობს იმის რისკიც, რომ ბავშვის ქმედებამ გამოიწვიოს იურიდიული ან ფინანსური რისკები, მაგალითად გასცეს მშობლის საკრედიტო ბარათის ნომერი ან გააკეთოს ისეთი რამ, რაც არღვევს სხვა პიროვნების უფლებებს. სამართლებრივი ნორმების დაცვის გარდა, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ �ინტერნეტ ეტიკეტი�, რათა თავი აარიდონ უხეშ, უპატივცემულო და არაკეთილსინდისიერ ქცევას.
რა როლი აქვს მშობელს რისკების შემცირებაში
ბავშვებს გარკვეული დოზით სჭირდებათ დამოუკიდებლობა და იზოლირება. მეორე მხრივ, აუცილებელია მშობლის მეთვალყურეობა და ჩართულობა ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში. მშობლის როლი და მოვალეობები რეალური ცხოვრებიდან ონლაინ სივრცეზეც ვრცელდება.
თუ გაქვთ ნერვიულობის საფუძველი თქვენი ბავშვის ონლაინ საქმიანობის შესახებ, აუცილებლად გაესაუბრეთ მას. ასევე, მიიღეთ მასწავლებლების, ბიბლიოთეკარების და ინტერნეტის მცოდნეების რჩევა და რეკომენდაციები. თქვენს ბავშვთან ღია კომუნიკაცია, კომპიუტერშივე არსებული რესურსების გამოყენება და თქვენ მიერ ბავშვის ონლაინ აქტივობის მონიტორინგი ინტერნეტის სასარგებლო თვისებების გამოყენების და პოტენციური პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
თუ თქვენი ბავშვი მოგიყვებათ ონლაინ ურთიერთობის არასასიამოვნო გამოცდილებას ნუ დაადანაშაულებთ მას, არამედ დაეხმარეთ თავიდან აიცილოს მსგავსი პრობლემები მომავალში. გახსოვდეთ, რომ თქვენს რეაქციაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად გახსნილი იქნება ბავშვი თქვენთან და გაგიზიარებთ ახალ პრობლემას; ასევე, როგორ ისწავლის პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას.��
"ბავშვებს გარკვეული დოზით სჭირდებათ დამოუკიდებლობა და იზოლირება. მეორე მხრივ, აუცილებელია მშობლის მეთვალყურეობა და ჩართულობა��
გარდა ზემოაღწერილი ელემენტარული რჩევებისა, სასურველია, იცოდეთ რამდენიმე კონკრეტული საკითხი ინტერნეტის შესახებ. მაგალითად, იცით თუ არა, რომ არსებობს ვებსაიტები და ინფოჯგუფები, სადაც აგრესიული, ძალადობრივი ან სხვა სახის ბავშვებისთვის არაადეკვატური მასალებია განთავსებული?� რამდენად შესაძლებელია ბავშვები გადააწყდნენ ამ ტიპის მასალებს საძიებო სისტემების გამოყენებისას. საძიებო ვებგვერდების უმრავლესობა ბავშვების ასაკის შესაბამისად არ ფილტრავს ინფორმაციას, თუმცა არსებობს ბავშვისთვის უსაფრთხო საძიებო ვებგვერდებიც, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
ასევე, ინტერნეტ სივრცეში ერთიანდება ისეთი ვებგვერდები და ინფოჯგუფები, სადაც ზრდასრულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მოიპოვოს სექსუალური ხასიათის მასალები სტატიების, ფოტოების და ვიდეოების ჩათვლით.� ზოგიერთი ასეთი საიტი მოითხოვს მომხმარებლის ასაკის დადასტურებას ან საკრედიტო ბარათის ნომერს (ვარაუდით, რომ ბავშვს არ ექნება საკრედიტო ბარათი). თუმცა, ყველა ვებგვერდზე არაა დაწესებული კონტროლის ასეთი სისტემა� ყოველი შემთხვევისთვის, აკონტროლეთ თქვენი საკრედიტო ბარათი.
ზოგიერთი ონლაინსერვისი და ინტერნეტსერვისპროვაიდერი ბავშვებისთვის ზოგიერთი საიტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესაძლებლობას გაძლევთ. ამ შემთხვევაში, გეცოდინებათ, რომ ბავშვისთვის შეუფერებელი მასალა თქვენი შვილისთვის ხელმიუწვდომელი იქნება და, შესაბამისად, საფიქრალიც ნაკლები გექნებათ.
აუცილებლად თვალი ადევნეთ ბავშვის მიერ ჩამოტვირთულ ფაილებს, გაუზიარეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი ბავშვს, რათა მისი ფოსტის შემოწმების საშუალება გქონდეთ. თვალი ადევნეთ თქვენი შვილის საუბრებს დახურულ ჩატ სივრცეში.
"თქვენი შვილისთვის დადებითი ონლაინ გამოცდილების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო საშუალებაა მათ ონლაინ საქმიანობაში ჩართულობა."
პოპულარულ ინტერნეტბრაუზერებს მასალების გაფილტვრის ფუნქცია აქვთ (პროგრამული უზრუნველყოფა), რაც მშობლებს საშუალებას აძლევს� შეზღუდონ ბავშვების ხელმისაწვდომობა გარკვეულ ვებგვერდებზე. ასევე, სასარგებლოა ვებგვერდების, ინფოჯგუფების და ჩატის დაბლოკვის პროგრამები. ამ პროგრამების უმრავლესობის კონფიგურაცია მშობელს შეუძლია. შეზღუდეთ ისეთი საიტები, სადაც განთავსებულია სექსუალური, აგრესიული, ძალადობრივი მასალები ან გავრცელებულია ინფორმაცია ნარკოტიკების, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების წასახალისებლად. ზოგიერთი პროგრამა დაგიცავთ ბავშვის მიერ ისეთი ინფორმაციის გაცემისგან, როგორიცაა სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. გაფილტვრის პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე იხილოთ. www.safekids.com/filters.htm.
ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება დაგეხმარებათ, თუმცა ისინი სრულყოფილი პანაცეა ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, გამოიყენებთ თუ არა გაფილტვრის პროგრამებს და ინტერნეტ საიტების შეზღუდვის სისტემებს, თქვენი შვილისთვის დადებითი ონლაინ გამოცდილების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო საშუალებაა მათ ონლაინ საქმიანობაში ჩართულობა. გაატარეთ გარკვეული დრო თქვენს ბავშვთან ერთად მაშინ, როცა ის ონლაინაა. სთხოვეთ, გაჩვენოთ და გასწავლოთ, რას აკეთებს და რა სერვისებს იყენებს. გაკვირვებული დარჩებით, რამდენი სიახლის შესახებ შეიძლება გაიგოთ ბავშვისგან.
გზამკვლევი მშობლებისთვის
შვილების ონლაინ აქტივობაზე პასუხისმგებლობის აღებით მშობლებს შეუძლიათ მინიმუმამდე დაიყვანონ პოტენციური რისკები. დანერგეთ შემდეგი წესები:
            არასოდეს გასცეთ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია � სახლის მისამართი, სკოლის სახელი, ტელეფონის ნომერი � საჯარო ადგილზე (ინფოჯგუფი ან ჩატი). დარწმუნდით, რომ თქვენ ან თქვენი შვილი ნაცნობებს და სანდო პირებს ეკონტაქტებით, ვიდრე თქვენი ელ�ფოსტის მისამართს გასცემთ. კარგად დაფიქრდით, ვიდრე თქვენს პირად ინფორმაციას, ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას, ფინანსურ ინფორმაციას, ვინმეს გაუზიარებდეთ. ნუ განათავსებთ თქვენი შვილების ფოტოებს ვებგვერდებზე ან ინფოჯგუფებში, ნუ გახდით საჯაროდ ხელმისაწვდომს. გამოიყენეთ ფსევდონიმი და არა თქვენი შვილის რეალური სახელი ან ელ�ფოსტის მისამართი საჯარო ცნობარებში და პროფილებში. მიიღეთ ინფორმაცია თქვენი ინტერნეტსერვის პროვაიდერის რეგულაციებზე და გაარკვიეთ შეიძლება თუ არა ვინმემ თქვენი პირადი ინფორმაცია გამოიყენოს.
            მიიღეთ მეტი ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეზე და სერვისებზე, რომელსაც თქვენი ბავშვი იყენებს. თუ არ იცით, როგორ შეხვიდეთ ამა თუ იმ საიტზე, სთხოვეთ თქვენს შვილს, რომ გაჩვენოთ. თვალი ადევნეთ, რა აქტივობით არის დაკავებული თქვენი შვილი ონლაინ.
            არ დართოთ შეხვედრის ნება კომპიუტერის უცნობ მომხმარებელთან მშობლის თანხმობის გარეშე. თუ ასეთი შეხვედრა დაიგეგმება, გამოიყენეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და აუცილებლად გაყევით თან ბავშვს.
"თუ ასეთი შეხვედრა დაიგეგმება, გამოიყენეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და აუცილებლად გაყევით თან ბავშვს."
            არასოდეს უპასუხოთ მესიჯებს ან განცხადებებს, რომლებიც საეჭვოა, აგრესიულია, საფრთხის მომცველი ან დისკომფორტს გიქმნით. თქვენს ბავშვებს შეახსენეთ, რომ გაგიზიარონ თუ ასეთ მესიჯებს წააწყდებით. თუ თქვენ ან თქვენი შვილი მიიღებს შეურაცხმყოფელ, სექსუალური ხასიათის ან საფრთხის მომცველ მესიჯს, გადაუგზავნეთ წერილის ასლი ინტერნეტ სერვის პროვაიდერს დახმარებისთვის. გააფრთხილეთ თქვენი ბავშვები, რომ უცნობი ადამიანისგან ელ�ფოსტით მიღებულ წერილში მოცემული ბმულები არ გახსნან. ასეთ ბმულები შეიძლება მოიცავდეს სექსუალურად ღია და შეუფერებელ ვებგვერდებს.
            თუ ვინმე გამოგიგზავნით უწმაწურ, უხამს, ბინძურ მესიჯს ძალადობის, შეურაცხყოფის, შეწუხების, დაშინების მიზნით ან თუ შეიტყობთ ბავშვების პორნოგრაფიაში ჩართვის შესახებ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულ ცენტრს, ტელეფონის ნომერი 1-800-843-5678 or www.missingkids.com/cybertip.
            გახსოვდეთ, რომ ადამიანს შეუძლია შეინიღბოს თავი ონლაინ. თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ ან მოუსმინოთ მას. ამდენად, ადამიანმა, ვისაც ონლაინ ესაუბრებით შესაძლოა გითხრათ, რომ 12 წლის გოგონაა და ამ დროს 40 წლის მამაკაცი აღმოჩნდეს.
            გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ონლაინ წაიკითხავთ, სიმართლეს არ შეეფერება. ნებისმიერი �დაუჯერებლად კარგი� შემოთავაზება, სავარაუდოდ, სიყალბეა. ფრთხილად იყავით და არ მიიღოთ რაიმე შემოთავაზება შეხვედრაზე, სტუმრად მისვლაზე ან მიღებაზე, ფულის ან საკრედიტო ბარათის ნომრის გაცემაზე.
            დასახეთ გონივრული წესები და რეგულაციები ბავშვების მიერ კომპიუტერის გამოყენებასთან დაკავშირებით. �(იხილეთ "ონლაინ უსაფრთხოების ჩემი წესებიუკანა ყდაზე). განიხილეთ მოცემული წესები და გააკარით თქვენს კომპიუტერთან თვითშეხსენებისთვის. გახსოვდეთ, რომ მონიტორინგი უნდა გაუკეთოთ, რამდენად გულდასმით ასრულებენ მოსწავლეები წესებს, განსაკუთრებით ონლაინ რეჟიმში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თუკი თქვენი ბავშვი გადაჭარბებით იყენებს ინტერნეტს და განსაკუთრებით ღამის საათებში, აშკარად რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე. გახსოვდეთ, რომ პირადი კომპიუტერი და ონლაინ სერვისები ელექტრონული ძიძების როლს არ უნდა ასრულებდეს.
            შეამოწმეთ ვებგვერდების დაბლოკვის, გაფილტვრის და რეიტინგის მინიჭების ფუნქციები.
            გადააქციეთ ონლაინ აქტივობა ოჯახურ ღონისძიებად. დადგით კომპიუტერი საერთო ოთახში და არა საძინებელში. გაიცანით თქვენი შვილების �ონლაინ მეგობრები�, ისე როგორც ეცნობით მათ სხვა მეგობრებს.
ონლაინ უსაფრთხოების ჩემი წესები
            არ გავცემ პირად ინფორმაციას, როგორიცაა ჩემი მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლის სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სკოლის სახელი და ადგილმდებარეობა მშობლის ნებართვის გარეშე. � 
            მშობლებს დაუყოვნებლივ ვეტყვი, თუ რაიმე არაკომფორტულ ინფორმაციას გადავაწყდები. 
            არასოდეს დავთანხმდები ვინმე უცნობთან შეხვედრას მშობლების ნებართვის გარეშე. თუ მშობლები დათანხმდებიან შეხვედრას, აუცილებლად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და მშობელთან ერთად. 
            არ ვუპასუხებ სხვის წერილს, რომელიც დისკომფორტს შემიქმნის. ასეთ ტიპის მესიჯს თუ მივიღებ, ჩემი ბრალი აქ იქნება და ამდენად, მშობლებს ვეტყვი, რათა ონლაინ სერვისთან აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დამეხმარონ. 
            დაველაპარაკები ჩემს მშობლებს და ონლაინ სერვისების გამოყენებისთვის ერთობლივად შევიმუშავებთ წესებს. განვსაზღვრავ, რამდენი დრო შეიძლება გავატარო ონლაინ ყოველ დღე. განვსაზღვრავ, რომელი საიტები უნდა ვნახო. დადგენილ წესებს არ დავარღვევ მშობლების ნებართვის გარეშე.
დოკუმენტის შესახებ
მოცემული ბროშურა შექმნა ლორენს ჯ. მაჯიდმა, ლოს ანჟელეს ტაიმსის ჟურნალისტმა, რომელიც ავტორია წიგნისა The Little PC Book (Peachpit Pressდა ასევე კურირებს ვებგვერდს www.safekids.com. აღნიშნული ვებგვერდი მიზნად ისახავს ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ონლაინ.� მისი ავტორობით ასევე გამოქვეყნდა სტატია თინეიჯერთა უსაფრთხოება საინფორმაციო მაგისტრალზე. სტატია დაიბეჭდა უფასო ბროშურის სახით და გავრცელდა �დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის მიერ�. სტატია, ბავშვთა უსაფრთხოება საინფორმაციო მაგისტრალზე �დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის� და ინტერნეტ ალიანსის (ყოფილი ინტერაქტიული სერვისების ასოციასია) ერთობლივი ნაშრომია. (მისამართი PO Box 65782, Washington, DC 20035-5782, 202-955-8091, ia@internetalliance.org.ბროშურის პირველი ვერსია დაიბეჭდა შემდეგი ორგანიზაციების სპონსორობით America OnlineCompuServeDelphi��� Internete���WorldGEnieInterchange��� Online Networkand Prodigy Services.

თინეიჯერთა უსაფრთხოება საინფორმაციო მაგისტრალზე

ავტორი: ლორენს ჯ. მეჯიდი

სარჩევი

რა ასაკშიც არ უნდა იყოთ, ინტერნეტი არაჩვეულებრივი სივრცეა დროის გასატარებლად. არა მხოლოდ სახალისოა, არამედ გეხმარება მუდმივი კონტაქტი იქონიოთ მეგობრებთან და ოჯახთან და მიიღოთ დიდი რაოდენობის ინფორმაცია. არსებობს უამრავი მაღალხარისხიანი საგანმანათლებლო საიტები, ისევე როგორც სპორტული, სამოყვარულო, მუსიკალური და ა.შ. ვებგვერდები. თუ თქვენ თინეიჯერი ბრძანდებით, ალბათ, არ გჭირდებათ ინტერნეტის სარგებლის შესახებ ჩვენი სწავლება. ბევრმა თქვენგანმა გაცილებით მეტი იცის კიბერ სივრცის შესახებ, ვიდრე თქვენმა მშობლებმა ან მასწავლებლებმაც კი. თუ მშობელი ბრძანდებით, გაესაუბრეთ თქვენს შვილს �ქსელის� შესახებ� თუ გსურთ მეტი გაიგოთ და ნახეთ, რამდენად შეძლებს ის თქვენს დახმარებას. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ თინეიჯერებმა და მშობლებმა გაცვალონ ინფორმაცია და ცოდნა. თინეიჯერებს და მათ მშობლებს ყოველთვის აქვთ ერთმანეთისთვის გასაზიარებელი და სასწავლი. თუ ეს არ იქნება ინტერნეტი, შეიძლება იყოს ზოგადად ცხოვრებისეული საკითხები - გადაწყვეტილებების მიღების გზები, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების სტრატეგიები.
კიბერ სივრცე დიდ ქალაქს ჰგავს. იქ განთავსებულია ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები, მუზეუმები, გასართობი ადგილები, სხვა ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობები. გარდა ამისა, ისევე როგორც ნებისმიერ თემში ან ქალაქში, აქაც არიან ადამიანები ან ადგილები, რომელსაც თავი უნდა არიდოთ ან სიფრთხილით მოეკიდოთ.
საფრთხეების და მათი თავიდან არიდების სტრატეგიების ცოდნით, თქვენ შეძლებთ ინტერნეტის დადებითი ასპექტების გამოყენებას და პრობლემების თავიდან აცილებას.
თუ თქვენ თინეიჯერი ან თინეიჯერის მშობელი ბრძანდებით, შეიძლება ფიქრობთ, რომ იგივე შეზღუდვები და კონტროლი არ გჭირდებათ, როგორც პატარა ასაკის ბავშვებს. ეს შეილება მართალიც იყოს, თუმცა ამასთანავე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მეტი ასაკი გაქვთ, საფრთხეების არსებობას არ გამორიცხავს. რეალურად, თინეიჯერები უფრო მეტი საფრთხეების წინაშე დგანან კიბერ სივრცეში, ვიდრე პატარა ასაკის ბავშვები. თინეიჯერები უფრო მეტ ინფორმაციას ეძებენ კიბერ სივრცეში, მეტ ადამიანს უკავშირდებიან და სამწუხაროდ უფრო მეტად არიან ისეთი კრიმინალების სამიზნე, როგორიცაა პედოფილები და ექსპლუატატორები.
როგორ უნდა ჩავერთო კიბერ სივრცეში?
კიბერ სივრცეში შესაღწევად ბევრი კარია ღია, მათ შორის ინტერნეტ სერვის პროვაიდერების და ონლაინ სერვისების მეშვეობით, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ თქვენთვის ანგარიშის გახსნა. ანგარიშის მეშვეობით კი, თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება საჯარო ინტერნეტ სივრცე. მასში შედის ვებგვერდები, ელ-ფოსტა, ჩატი, ფაილების ბიბლიოთეკა, სადისკუსიო ჯგუფები (ე.წ. ინფოჯგუფები) და ბევრი სხვა სერვისი, მათ შორის მუსიკის მოსმენისა და ვიდეოების ყურებისთვის.
ონლაინ სერვის კომპანიები, ზოგჯერ, აწესებენ გარკვეულ კონტროლს მომხმარებლის ქცევაზე და ხელმისაწვდომ მასალებზე, თუმცა მათ არანაირი კონტროლი ან იურისდიქცია არ გააჩნიათ, ზოგადად, ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე. თავიანთ სივრცეშიც კი, მათ არ შეუძლიათ ყველაფრის გაკონტროლება. ამდენად, თუ იყენებთ ონლაინ სერვისს, სრულად დაცული ვერ იქნებით ინტერნეტთან დაკავშირებული დიდ საფრთხეებთან.
ვიდრე საფრთხეებზე ვისაუბრებდეთ, განვიხილოთ კონტექსტური ჩარჩო. მილიონობით თინეიჯერი იყენებს ონლაინ სივრცეს ყოველ დღე, უმეტესი მათგანი უსაფრთხოდაც. უსაფრთხოების პირველი გარანტი არის საფრთხეების ცოდნა და მარტივი წესების დაცვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ამ წესების დაცვით, თქვენ ამცირებთ რისკებს, თუმცა რისკების ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია ცხოვრებაში.
სიტუაციები ან ქცევა, რომელიც დისკომფორტს გიქმნით
კიბერ სივრცეში არსებული ყველა პრობლემა ფიზიკური საფრთხეების წინაშე არ გაყენებთ. არსებობს ვებ გვერდები, ფორუმები, ჩატ სივრცეები, რომლებიც შეიძლება თქვენთვის უხერხულ ინფორმაციას მოიცავდეს. ეს შეიძლება იყოს სექსუალურად ღია ან ძალადობრივი ხასიათის მასალა. ეს შეიძლება იყოს სიძულვილის გამომხატველი აზრები ან არასასიამოვნო აქტივობებია განხილული. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად რა იქნება ეს, მნიშვნელოვანია ის, რომ იცოდეთ გები თუ როგორ ჩამოშორდეთ ამ სივრცეს თქვენთვის უხერხულობის შექმნისთანავე.
ფიზიკური საფრთხეები
ყველაზე სერიოზული რისკი შეიძლება იყოს ფიზიკური ზიანის ან ტრეფიკინგის საფრთხე იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელსაც თქვენ გამოაქვეყნებთ საჯაროდ ან რომელსაც ვინმე სხვა გამოაქვეყნებს თქვენს შესახებ. თინეიჯერები, რომლებიც ძალადობის ან გატაცების მსხვერპლი ხდებიან, სახლებს ტოვებენ ინტერნეტში გაცნობილ კონტაქტებთან შესახვედრად. ასეთი შეხვედრების შედეგები, ზოგჯერ, ტრაგიკულად მთავრდება.
პირადი ინფორმაციის გაცემა, თქვენი ოჯახისთვის ან თქვენთვის ფინანსური რისკების წარმოშობა
ინტერნეტი, ისევე როგორც სხვა ბევრი ადგილი მსოფლიოში, ისეთი ადამიანების სამიზნეა, რომელთაც თქვენგან ან თქვენი ოჯახისგან ფულის გამოძალვა სურთ ან საეჭვო რეკლამებს და მარკეტინგულ მასალებს ავრცელებენ. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით �სწრაფ გამდიდრებასთან� დაკავშირებულ ნებისმიერ შემოთავაზებაზე. თუ რაიმე შემოთავაზება ზედმეტად კარგი გეჩვენებათ, სავარაუდოდ, ასეთი შემოთავაზება სანდო არაა.� ��
 
ძალადობა/შეურაცხყოფა
კიბერ სივრცეში ყველა არ აქცევს ყურადღებას თავის მანერებს. როცა ონლაინ ხართ, განსაკუთრებით ჩატ სივრცეში ან ფორუმებში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოთ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან დამცინავი მესიჯები. ნუ მიიღებთ ამას პირად შეურაცხყოფად. დამამცირებელი მესიჯი კიბერ სივრცეში მეტად მრავლის მთქმელია მის ავტორზე, ვიდრე მიმღებზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში სასიამოვნო არიან, ონლაინ ივიწყებენ თავიან კარგ მანერებს. ამ პრობლემასთან თავის გართმევის საუკეთესო სტრატეგიაა ამ ადმიანების იგნორირება. თუმცა, ზოგიერთი მესიჯი ძალადობის ელემენტებსაც შეიძლება შეიცავდეს, რომელიც ფედერალური კანონების მიხედვით დანაშაულია.� თუ ვინმე გამოგიგზავნით უწმაწურ, უხამს, ბინძურ მესიჯს ძალადობის, შეურაცხყოფის, შეწუხების, დაშინების მიზნით ან თუ შეიტყობთ ბავშვების პორნოგრაფიაში ჩართვის შესახებ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულ ცენტრს, ტელეფონის ნომერი 1-800-843-5678 or www.missingkids.com/cybertip. 
სხვების დაზიანება
თავიდან აიცილეთ ყველაფერი, რამაც სხვებს ზიანი შეიძლება მოუტანოს და თავად თქვენ პრობლემები შეგიქმნათ. პატივი ეცით სხვა ადამიანების პირად ინფორმაციას და არ იმოქმედოთ, ისე, რაც შეაწუხებს, შეურაცხყოფს ან ზიანს მოუტანს სხვა ადამიანებს. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებელი ხართ თქვენს ონლაინ ქმედებებზე. 
რისკები კატეგორიების მიხედვით
ვებსივრცე
ვებსაიტები შესაძლებლობას გაძლევთ წაიკითხოთ გაზეთები, დაათვალიეროთ მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ეწვიოთ შორეულ მიწებს, ითამაშოთ, დაათვალიეროთ სურათები, მაღაზიები ან აწარმოოთ კვლევა სასკოლო დავალებისთვის. ასევე, ჩაერთოთ საყვარელ საქმიანობაში, დაგეგმოთ არდადეგები და ა.შ. მილიონობით ვებსაიტი არსებობს თითოეულ თემაზე.
იცოდით, რომ?   ზოგიერთი ვებგვერდი არაჩვეულებრივია, ზოგიერთი კი უსარგებლო, ზოგი კი შეიცავს ინფორმაციას და მასალებს მხოლოდ �უფროსებისთვის�, რომლებიც თინეიჯერებმა უნდა აიცილონ თავიდან. ზოგიერთი ვებ საიტი ძალადობრივ, რასისტული, სექსუალურ ან დამამცირებელ ინფორმაციას შეიცავს. ზოგიერთი ვებგვერდი კი უფროსებისთვისაც უხერხული მასალების შემცველია. თუ ასეთ გვერდზე მოხვდით, უმჯობესი იქნება თუ დაუყოვნებლივ დატოვებთ Home ღილაკის მეშვეობით, გადახვალთ სხვა საიტზე ან საერთოდ გამორთავთ თქვენს ინტერნეტბრაუზერს. 
სიფრთხილე   ინფორმაციის შემოთავაზების გარდა, ზოგჯერ ვებსაიტები გარკვეულ ინფორმაციას გთხოვენ თქვენ შესახებ. საიტზე შეიძლება მოგთხოვონ სახელი, მისამართი, ელ-ფოსტა და სხვა პირადი ინფორმაცია, ვიდრე საიტის შინაარსი თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდებოდეს. შესაძლოა შემოგთავაზონ პრომო აქციების გამოგზავნა მეტი პირადი ინფორმაციის მითითების სანაცვლოდ. არასოდეს შეიყვანოთ თქვენი ინფორმაცია საიტზე თქვენი მშობლების ნებართვის გარეშე.
როცა ვებ გვერდზე ან ინტერნეტ სივრცეში ნებისმიერ ადგილას განათავსებთ ინფორმაციას, თქვენი პირადულობის დაცულობას გარკვეულწილად არღვევთ. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი სახელი აღმოჩნდება მონაცემთა ბაზაში და გაყიდვების აქციებზე მიიღებთ ინფორმაციას ადრე თუ გვიან. უარეს შემთხვევაში, თქვენი პირადი ინფორმაცია ვინმემ შეიძლება გამოიყენოს თქვენთვის ზიანის მოსატანად ან თქვენი ექსპლუატირების მიზნით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვებსაიტი სანდო ორგანიზაციის ან ინდივიდის მიერ არის ოპერირებული, არ ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე სანდოა. კრიმინალებს და ჰაკერებს ნებისმიერ ვებ გვერდზე შეუძლიათ შეღწევა. ამიტომ, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, ვიდრე პირად ინფორმაციას გაუზიარებდეთ �ვებმასტერს�, განსაკუთრებით ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილ ვებ გვერდზე.
ზოგიერთ თინეიჯერს თავისი საკუთარი ვებ გვერდი აქვს ან მასალებს ათავსებენ მათი სკოლის ან ორგანიზაციის ვებ გვერდზე. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, მაგრამ თუ რაიმე მასალას გამოაქვეყნებთ ვებგვერდზე, არ დაურთოთ თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფოტო. თუ გსურთ, რომ ვებგვერდის გამოყენებით შეძლონ სხვებმა თქვენთან დაკავშირება, მიუთითეთ მხოლოდ ელ-ფოსტის მისამართი.
ჩატი
ჩატის მეშვეობით რეალურ დროში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ჩატი წვეულებას ჰგავს, სადაც საუბრის ნაცვლად, ბეჭდავთ. ჩატში ყველას შეუძლია დაინახოს რას წერთ თქვენ. ჩატების ტიპი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ სერვისს იყენებთ. ზოგიერთი ჩატი უბრალოდ ღია დიალოგია. ყველას თანაბარი როლი აქვს. ზოგიერთს მოდერატორი ჰყავს, რომელსაც მიყავს დისკუსია და მონაწილეების კოორდინირებას აკეთებს. ზოგიერთ ჩატს მეთვალყურე ჰყავს, რომელიც წესრიგის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა ასეთი ტიპის ჩატებშიც კი თქვენი ნაწერი ავტომატურად ჩანს. მეთვალყურეს უფლება აქვს, გააგდოს რომელიმე მონაწილე ჩატიდან მიუღებელი ქცევის შემთხვევაში. თუმცა, გაგდება, ცხადია, უსიამოვნო ფაქტის შემდეგ ხდება. მეთვალყურეს, თუმცა, არ შეუძლია, პირადი ჩატ ფანჯარის გახსნა დაუბლოკოს ვინმე. ამდენად, მეთვალყურეს არ შეულია თავიდან აგაცილოთ ზიანის მომტანი ადამიანი ჩატის პირად ფანჯარაში.
იცოდით, რომ?   ჩატი, სავარაუდოდ, ყველაზე საშიში სივრცეა ინტერნეტში რამდენიმე მიზეზის გამო. ჩატში არასოდეს იცით ვის ესაუბრებით, ამიტომ არაფერი თქვათ ისეთი, რასაც საჯაროდ არ იტყოდით.�� ჩატის მეშვეობით მეგობრების გაჩენა უჩვეულო არ არის. შეხვალთ ჩატის ოთახში; წამოიწყებთ დიალოგს ვინმესთან, და გაგიკვირდებათ ისე მალე შეიძლება დაამყაროთ ურთიერთობები. შესაძლოა, წარმატებული აღმოჩნდეს ახალგაცნობილ ადამიანთან ურთიერთობა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ბევრი არასასიამოვნო ისტორიაც არსებობს. ჩატის ოთახები, ზოგჯერ ტრეფიკინგის მიზნებისთვის გამოიყენება. თინეიჯერებში პოპულარული ჩატები პედოფილების სამიზნეცაა. ცხადია, ადამიანები, რომლებიც თინეიჯერების ექსპლუატირებას ისახავენ მიზნად, სიმართლეს არ ამბობენ თავიანთ თავზე.
ჩატში შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თანამგრძნობ და გამგებიან პიროვნებად მოგაჩვენებთ თავს, გთავაზობთ რჩევებს და დაგამშვიდებთ რთული სიტუაციაში. თუ თქვენი ურთიერთობა ონლაინ ფარგლებს არ სცილდება, საფრთხე არ გელით. არ გასცეთ პირადი ინფორმაცია და შეატყობინეთ თქვენს მშობლებს.
სიფრთხილე   ცდუნება დიდია შეხვდეთ ჩატში გაცნობილ ადამიანს, თუმცა გახსოვდეთ - ადამიანები ყოველთვის ისეთები არ არიან, როგორადაც თავს გვაჩვენებენ. �ონლაინ უსაფრთხოების ძირითადი წესები ინტერნეტის ყველა ასპექტზე ვრცელდება; მათი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩატში. არ გასცეთ პირადი ინფორმაცია და დაგეგმოთ პირისპირ შეხვედრა ჩატში გაცნობილ ადამიანებთან მშობლებთან კონსულტაციის გარეშე და დაიცავით რჩევები, რომელიც შემდეგ ქვეთავშია წარმოდგენილი �არასოდეს შეხვდეთ ონლაინ გაცნობილ ადამიანს�.
ჩატის ოთახები ზოგჯერ თემატიკის მიხედვითაა განაწილებული; თავი აარიდეთ ისეთ თემატიკას, რომელიც თქვენთვის უხერხულია. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თემატურ ჩატებშიც, ხშირად, სხვადასხვა თემებზეა საუბარი. თუ ჩატის ოთახი მიუთითებს, რომ მხოლოდ თინეიჯერებისთვისაა, არ ნიშნავს იმას, რომ იქ ყველა თინეიჯერია, ამიტომ სიფრთხილე ყოველთვის გმართებთ.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთ ჩატის ოთახთან დაკავშირებით, რომელიც სექსს, კულტებს ან საშიში რიტუალების მოყვარულ ჯგუფებს უკავშირდება. შესაძლოა საინტერესოდ მოგეჩვენოთ ან გაერთოთ იმ აქტივობების განხილვით, რომელშიც ფიქრობთ, რომ არასოდეს ჩაებმებით, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ფანტაზიაში წარმოიდგენენ რაიმეს, შემდეგ რეალურადაც ახორციელებენ.
ეჭვი შეიტანეთ ნებისმიერ ადამიანში, რომელიც ცდილობს თქვენი მშობლების, მასწავლებლების და მეგობრების წინააღმდეგ განგაწყოთ. მათ შესაძლოა ფარული მიზნები ჰქონდეთ.
ზოგიერთ ვებ გვერდზე, შეგიძლიათ პირადი ჩატ ფანჯრის გახსნა და მეგობრებთან შეხვედრის დანიშვნა. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი ოთახები მართლაც იზოლირებულია. მაგრამ ზოგჯერ, ზოგად ცნობარებში შედის, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.�
სექსუალური ძალადობის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონებისთვის, სქესის იდენტიფიცირების გამომრიცხავი სახელი, რომელიც არც თქვენს ვინაობას გაამჟღავნებს და არც ისეთ მნიშვნელობის მატარებელია, რომელიც შეწუხების საფუძველი შეიძლება გახდეს.�
ელ-ფოსტა 
ელ-ფოსტა, ტიპურად, ინდივიდუალურად, ერთ პირთან, კომუნიკაციის სისტემაა. ჩვეულებრივი საფოსტო გზავნილის მსგავსად, თქვენ წერილს წერთ ადრესატს, რომელსაც შეუძლია პასუხი მოგწეროთ უკან.�  
იცოდით, რომ?   კომპანიები და კერძო პირები, უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ელ-ფოსტას ათასობით ადამიანისთვის მესიჯის გასაგზავნად. სთავაზობენ მათ გაყიდვებს, სხვადასხვა საქმიანობას, ვებ გვერდებს და ა.შ.. �სპამ� მესიჯები, შესაძლოა, შემაწუხებელი იყოს. ვინაიდან ელ-ფოსტის გამოყენება უფასოა, �სპამერებს� შეუძლიათ ათასობით ან მილიონობით მესიჯების გაგზავნა უფასოდ ან შეღავათიან ფასში. გავრცელებულია, სპამის გამოყენება, სექსუალური საიტების რეკლამირებისთვის და ადამიანების მოზიდვისთვის.
ელ-ფოსტით მიღებული თითოეული მესიჯი, რომელსაც იღებ ან გზავნი შეიცავს ელ-ფოსტის მისამართებს. შეიძლება მოტყუვდეთ და ვერ მიხვდეთ, რომ გამომგზავნის მისამართი ყალბია. ამდენად, თუ მესიჯს მიიღებთ მისამართიდან �grandma@cottage.com� იმას არ ნიშნავს, რომ გზავნილი მართლაც ბებიასგანაა. ის შეიძლება, რეალურად, მგლისგან იყოს. ელ-ფოსტით გამოგზავნილი მესიჯიდან მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ გამომგზავნზე. მისი ამოკითხვა შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ თუ ოდესმე მიიღებთ ელ-ფოსტით მესიჯს, რომელიც მუქარას, დამცირებას ან უხერხულ მასალას მოიცავს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ინტერნეტ სერვის პროვაიდერს და სთხოვეთ გამოიძიონ, საიდან გამოიგზავნა აღნიშნული წერილი. თუ მიღებული მასალა არალეგალურია, აცნობეთ კიბერტიპლაინს შემდეგ მისამართზე at www.missingkids.com/cybertip ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე 1-800-843-5678. არალეგალური მასალა შეიძლება შეიცავდეს თქვენი სიცოცხლის ან უსაფრთხოებისთვის საზიანო საფრთხეებს, სხვების მუქარას, ბავშვთა პორნოგრაფიას, და სხვა დანაშაულის მტკიცებულებებს. �NCMEC თქვენს შეტყობინებას გადასცემს შესაბამის ფედერალურ ორგანოებს. 
სიფრთხილე   სიფრთხილით მოეკიდეთ უცნობი ადამიანებისგან ელ-ფოსტით გამოგზავნილ წერილებს. გახსოვდეთ, რომ გამომგზავნის რეალური სახელი მითითებული შეიძლება არ იყოს ელ-ფოსტის მისამართში. არასოდეს არ გაგზავნოთ თქვენი ფოტო ან პირადი ინფორმაცია უცნობ ადამიანს. ასევე, ელ-ფოსტით გაგზავნილი წერილის გადაწერა და სხვისთვის გაგზავნა ძალიან იოლია. ასე რომ, თუ მეგობრებს პირად ინფორმაციას გაუგზავნით, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ისინი პატივისცემით მოეკიდებიან თქვენს პირად ინფორმაციას.
ზოგადი რეკომენდაციაა პასუხი არ გასცეთ ჯგუფურ, სპამ ან უცნობი ადამიანისგან გამოგზავნილ წერილს. პასუხის გაგზავნით, თქვენს ელ-ფოსტის მისამართს უდასტურებთ გამომგზავნს. ამის შემდეგ, თქვენი მისამართი სხვა სპამ წერილების ადრესატთა სიებშიც შეიძლება მოხვდეს. თუ მიიღებთ მესიჯს, რომელიც სექსუალურად ღია, ძალადობრივ ან არალეგალური საქმიანობის წამახალისებელ მასალას მოიცავს, ან თუ, უბრალოდ, დისკომფორტს გიქმნით, აჩვენეთ მშობლებს და აცნობეთ ინტერნეტ სერვის პროვაიდერს. სერვის პროვაიდერის მისამართი კომპანიის მთავარ გვერდზე იქნება განთავსებული (www.servicename.com). თუ დაზუსტებით არი იცით მისამართი, მაშინ შეტყობინება გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე postmaster@servicename.com. 
 
საინფორმაციო ჯგუფები, ფორუმები, საინფორმაციო დაფები
ფორუმი (ზოგჯერ მოიხსენიება როგორ საინფორმაციო ჯგუფი ან დაფა) არის ადგილი, სადაც შეგიძლია დაპოსტო შენი მესიჯი, ატვირთო ფაილები. ჩატის ოთახებისგან განსხვავებით, ფორუმებზე კომუნიკაცია რეალურ დროში არ ხდება. თუ თქვენ დადებთ მესიჯს ფორუმზე, მოგვიანებით სხვა მომხმარებლები შეძლებენ მის წაკითხვას. ფორუმებზე, ასევე, შეიძლება ფაილების, კომპიუტერული პროგრამების, ფოტოების, ილუსტრაციების და მოთხრობების გაზიარება.
იცოდით, რომ?   არსებობს ფორუმები თითქმის ყველა თემაზე, სადაც შეიძლება კითხვების დასმა და პასუხების მიღება, თქვენი საყვარელი საქმიანობის, მუსიკალური ჯგუფის ან საინტერესო თემის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. სამწუხაროთ, ფორუმების გამოყენებას, ისევე, როგორც კიბერ სივრცის ყველა სერვისს თავისი რისკები აქვს. 
სიფრთხილე   ყველაზე დიდი რისკია ფორუმზე პირადი ინფორმაციის განთავსება/გამჟღავნება. მაშინაც კი, როცა ერთ მესიჯს პასუხობთ ინდივიდუალურად, თქვენ მიერ დადებული ინფორმაცია მოგვიანებით ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამდენად, ფორუმების გამოყენებისას უნდა გახსოვდეთ პირადი ინფორმაციის გაცემის შეზღუდვის ძირითადი წესები. ფორუმზე მესიჯის დადებისას, სულ მცირე, თქვენი ელ-ფოსტის მისამართი საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება. იმ შემთხვევაში, როცა სხვას არაფერს გაამჟღავნებთ, თქვენი ელ-ფოსტის მისამართი შესაძლოა გამოიყენონ ადამიანებმა, რომლებმაც მოგვიანებით შეიძლება შეგაწუხონ ან სპამ წერილების გამოგიგზავნონ.
არსებობს ფორუმები, სადაც განთავსებულია სექსუალური ხასიათის ამბები, ილუსტრაციები და ფოტოები. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთ მასალები შეიძლება იყოს არალეგარული, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეიცავს 18 წელზე ნაკლები ასაკის პირის ფოტოს. ასეთი მასალები უხერხულობას შეგიქმნით და ამიტომ თავიდან უნდა აიცილოთ. ამ ტიპის ფორუმებზე საშიშია რაიმეს განთავსება, რადგან თქვენი ელ-ფოსტა და ვინაობა შეიძლება გამჟღავნდეს. გახსოვდეთ, ფორუმზე მესიჯის განთავსებით თქვენი ელ-ფოსტის მისამართი საჯარო ხდება, მიუხედავად იმისა, მიუთითებთ თუ არა თქვენს სახელს.
თქვენი მშობლები ათ წელზე მეტ დროს უთმობენ თქვენს განათლებას და სწავლებას. ახლა თქვენი ჯერია. თქვენი მშობლები ინტერნეტის დამწყები მომხმარებლები არიან თუ ტექნოლოგიების გამოცდილი გურუები, თქვენ მაინც გექნებათ გარკვეულწილად განსხვავებული ცოდნა და ინფორმაცია. გამოიყენეთ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და აჩვენეთ რას საქმიანობთ ონლაინ, დაეხმარეთ მათ მეტი სარგებელი მიიღონ ინტერნეტ სივრცეში. ეს შეიძლება თქვენს ურთიერთობებში ერთ-ერთი ახალი და საინტერესო ასპექტი იყოს.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ონლაინ აქტივობა საჯაროობას გულისხმობს და თქვენი მესიჯების წაკითხვა სხვებსაც შეუძლიათ. არასოდეს განათავსოთ ისეთი ინფორმაცია ინტერნეტში, რაც არ გინდათ რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს. ასევე, გახსოვდეთ, რომ ონლაინ გაცნობილი ადამიანი, რეალურ ცხოვრებაში, სრულიად სხვანაირი იყოს, ვიდრე თავს გაჩვენებდეთ.
არ გასცეთ თქვენი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
საჯარო ფორუმებზე ნურავის გაუზიარებთ თქვენს სრულ სახელსა და გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, თქვენს სკოლას, ან სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენი რეალური ვინაობის იდენტიფიცირებას განაპირობებს. იგივე ვრცელდება თქვენი ოჯახის და მეგობრების პირად ინფორმაციასაც. არასოდეს გაამჟღავნოთ ისეთ ინფორმაცია სხვებზე, რამაც შეიძლება ადამიანს პრობლემები შეუქმნას.
არ შეხვდეთ ონლაინ გაცნობილ ადამიანს
თქვენი უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ონლაინ გაცნობილ პიროვნებასთან შეხვედრა. გახსოვდეთ, რომ დარწმუნებული ვერასოდეს იქნებით ონლაინ გაცნობილი ადამიანები რეალურად გიზიარებენ თუ არა თავიანთ ვინაობას. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ვინმეს შეხვდეთ, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მშობლებს და არ წახვიდეთ შეხვედრაზე მარტო.� შეხვედრა დაგეგმეთ საჯარო ადგილზე, ყავის სახლში ან სავაჭრო ცენტრში, სადაც ნამყოფი ხართ და კომფორტულად გრძნობთ თავს. უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი იქნება თქვენი მშობლების მის მშობლებთან გასაუბრება და შეხვედრაზე მშობლების წაყვანა.
არ უპასუხოთ ელ-ფოსტით მიღებულ წერილს, ჩატში კომენტარებს, საინფორმაციო ჯგუფის მესიჯებს, რომლებიც ძალადობრივ, მიუღებელ ან თქვენთვის უხერხულ ინფორმაციას შეიცავს 
თქვენი ბრალი არ იქნება, თუ უხერხულ ან შეუფერებელ მესიჯს მიიღებთ. ასეთი მესიჯის მიღების შემთხვევაში არ უპასუხოთ მას და შეატყობინეთ მშობლებს ან თქვენთვის სანდო სხვა უფროსებს. პასუხის გაცემა უფრო მეტად გაააქტიურებს გამომგზავნს. 
 
ესაუბრეთ თქვენს მშობლებს თქვენს მოლოდინებზე� და დანერგეთ საბაზისო წესები ონლაინ აქტივობისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენი მშობლები ერთ აზრზე იყოთ თქვენს ონლაინ აქტივობებთან დაკავშირებით; ონლაინ ყოფნის დროის, ხანგრძლივობის და განხორციელებული აქტივობების შესახებ. მშობლებთან კომუნიკაცია თქვენი პირადი არჩევანის დათმობას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ შორის იყოს ორმხრივი ნდობა და ურთიერთგაგება. ონლაინ მუშაობის დროს შეგიძლიათ აუხსნათ მშობლებს რისთვის იყენებთ და რაში გეხმარებათ ინტერნეტი.
რეკომენდაციები მშობლებისთვის
ესაუბრეთ თქვენს თინეიჯერებს და აუხსენით ონლაინ� რა არის დასაშვები და რა არა
იყავით ლოგიკური და დააწესეთ ლოგიკური მოლოდინები. ეცადეთ გაიგოთ თქვენი შვილის საჭიროებები, ინტერესები და ცნობისმოყვარეობა. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა მის ასაკში იყავით.
იყავით გახსნილი თქვენი თინეიჯერების მიმართ და წაახალისეთ, რომ მოგმართონ, როცა პრობლემებს წააწყდებიან 
თუ მოგვიყვებიან� რომელიმე პიროვნების ან რაიმე თავგადასავლის შესახებ, არასოდეს� დაადანაშაულოთ და ჩამოართვათ ინტერნეტით სარგებლობის პრივილეგიები. ითანამშრომლეთ მათთან და დაეხმარეთ პრობლემების თავიდან აცილებაში; და გახსოვდეთ თქვენი რეაგირებაზე დამოკიდებული იქნება მათი ნდობა თქვენს მიმართ და მათ მიერ პრობლემების დამოუკიდებლად მართვის უნარი.
ისწავლეთ, რაც შეიძლება მეტი ინტერნეტის შესახებ
სთხოვეთ თქვენს თინეიჯერ შვილს გაჩვენოთ რა მოსწონს მათ ინტერნეტში, პოპულარული გვერდები და სასარგებლო ინფორმაცია. გადააქციეთ ინტერნეტ სერფინგი ოჯახურ გამოცდილებად. გამოიყენეთ ინტერნეტი არდადეგების დასაგეგმად, აირჩიეთ ფილმი ან მოძებნეთ სხვა ოჯახური აქტივობები. თქვენ გახდით მოსწავლე, ხოლო თქვენი შვილი მასწავლებელი.    
ისწავლეთ დაბლოკვა, გაფილტვრა, რეიტინგის მინიჭება
ალბათ იცით, რომ არსებობს სერვისები, რომლებიც ვებგვერდებს რეიტინგის მიხედვით აწყობენ, ასევე გაფილტვრის პროგრამები და ბრაუზერები ბლოკირების ფუნქციით, მშობლებს საშუალებას აძლევს გათიშონ საიტები, რომლებიც შეუფერებელი შინაარსისაა. ასეთი პროგრამები სხვადასხვა ფორმატში მუშაობს. ზოგიერთი მათგანი ბლოკავს საიტს, რომელიც წინააღმდეგობრივ მასალას შეიცავს. ზოგიერთი ზღუდავს მომხმარებელს შეიყვანოს ინფორმაცია, მაგალითად სახელი, გვარი ან მისამართი, ზოგი ბლოკავს ჩატს ან ზღუდავს ელ-ფოსტის წაკითხვის ან გამოყენების ფუნქციას. პროგრამების კონფიგურაცია შეუძლია მშობელს თავისი სურვილისამებრ.
რამდენად მისაღებია ასეთი პროგრამის გამოყენება, ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება უნდა იყოს. თუ გამოიყენებთ ასეთ პროგრამას, ალბათ, სასურველია თუ თქვენს შვილს აუხსნით მის საჭიროებას. პროგრამა სიფრთხილით უნდა აირჩიოთ, რადგან მისი კრიტერიუმები ერთგვარად, თქვენი ოჯახის ღირებულებებს უნდა გამოხატავდეს. პროგრამის კონფიგურაციისას დაკვირვებით მოეკიდეთ საიტების დაბლოკვას, რათა ისეთი საიტები არ დაბლოკოთ, რომელიც გსურთ თქვენმა შვილმა ნახოს.
გახსოვდეთ, რომ გაფილტვრის პროგრამები თქვენს შვილს კიბერ სივრცეში არსებული ყველა საფრთხისგან ვერ დაიცავს. არ არსებობს პროგრამა, რომელიც დაბლოკავს აბსოლუტურად ყველა შეუფერებელ საიტს. ზოგჯერ ასეთი საიტები ხარისხიან საიტებსაც ბლოკავენ. თუ გაფილტვრის პროგრამას იყენებთ, პერიოდულად უნდა შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენს ოჯახში დაწესებული სტანდარტებისთვის შესაბამისია.
მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა გაფილტვრის პროგრამას, თქვენმა შვილებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ამ ბროშურაში წარმოდგენილი ძირითადი წესები. გაფილტვრის პროგრამები ვერასოდეს ჩაანაცვლებს საღ აზროვნებას და კრიტიკული შეფასების უნარს. პროგრამების გამოყენებით თუ მათ გარეშე, თანამედროვე მსოფლიოში მშობლები და შვილები �ტექნოლოგიების გურუები� უნდა იყვნენ.




პუბლიკაციის შესახებ
მოცემული ბროშურა შექმნა ლორენს ჯ. მეჯიდმა, გაზეთი ლოს ანჯელეს თაიმსის კრიტკული სტატიების რუბრიკის ჟურნალისტმა, რომელიც ასევე კურირებს ვებ გვერდებს�� www.safekids.com და www.safeteens.com.  ის, აგრეთვე, ავტორია წიგნისა Cruising Online: Larry Magid�sGuide to the New Digital Highway (ონლაინ კრუიზი: გზამკვლევი ახალი ციფრული მაგისტრალისთვის� (Random House, 1994) a The Little PC Book (Peachpit Press, 1993). სტატია თინეიჯერების უსაფრთხოება საინფორმაციო მაგისტრალზე შეიქმნა ერთობლივად �დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის�, �ინტერაქციული ასოციაციი სერვისების, და მასტერ მასწავლებლის მიერ.  National Center for Missing and Exploited ChildrenInteractive Services Association MASTER Teacher
�დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი� დაფუძნდა 1984 წელს კერძო, არა-მომგებიანი ორგანიზაციის სახით, რომელიც დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ინფორმაციას აგროვებს ფედერალური კანონების შესაბამისად. 42 USC § 5771 and 42 USC § 5780. 24-საათიანი ცხელი ხაზი და კიბერტიპლაინი (დღის განმავლობაში) ინფორმაციას იღებს დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების შესახებ. 1-800-THE-LOST (1-800-843-5678)/www.missingkids.com/cybertipმისამართი: NCMEC is located at Suite 550, 2101 Wilson Boulevard, Arlington, Virginia 22201-3077. 
ბროშურის გამოქვეყნება შემდეგი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. 
 
გამოძიების ფედერალური ბიურო
აშშ საბაჟო სამსახური
მოზარდთა სამართლის და დანაშაულის პრევენციის სამსახური
პროკურორთა ასოციაციის რეგიონალური

ბროშურის პუბლიკაციაა დააფინანსა აშშ-ის საბაჟო სამსახურმა, აშშ-ის ხაზინამ, 
საავტორო უფლებები © 1998 დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი (NCMEC). ყველა უფლება დაცულია
ბროშურის გამრავლების სურვილის შემთხვევაში, შეავსეთ �გამრავლების მოთხოვნის ფორმა� და გაგზავნეთ ცენტრში athttp://www.missingkids.com/html/ncmec_default_reprint_request_form.htm ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე 703-235-3900.  
საავტორო უფლებები �© 1998 დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი (NCMEC).  ყველა უფლება დაცულია.   მომხმარებელს შეუძლია ჩამოტვირთოს ბროშურის ერთი ასლი პირადი გამოყენებისთვის. ასლების გაკეთება ნებართვის გარეშე დაუშვებელია. �  NCMEC �თანხმობის გარეშე ბროშურის გამრავლება ან გამოყენება სასტიკად აკრძალულია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ �ბროშურის გამრავლების მთხოვნის ფორმა"Reprint Request Form" და გაგზავნონ ცენტრში.