ავტორი: ლორენს ჯ. მეჯიდი
(c) 1998 დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი
(c) 1998 დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი
"კიბერ სივრცე' 'ვებ სივრცე,' ქსელი,' 'საინფორმაციო მაგისტრალი'" —
რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, დღეს, მილიონობით ადამიანი იყენებს ონლაინ საშუალებებს ელექტრონული გზავნილების გაცვლის, ვებგვერდების დათვალიერების, მესიჯების გავრცელების და წაკითხვის (ზოგჯერ უწოდებენ ახალი ამბების დაფას), ჩატ ჯგუფებში მონაწილეობის გზით.
ონლაინსაშუალებების გამოყენების მრავალი გზა არსებობს. გარდა ძირითადი კომერციული ონლაინსერვისებისა, არსებობს ათასობით ინტერნეტ სერვის პროვაიდერი (ISPs), რომელიც ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფს. სატელეფონო კომპანიები, საკაბელო ტელევიზიის კომპანიები და ზოგჯერ ადგილობრივი გაზეთებიც კი გვთავაზობენ ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას ყოველთვიური ანაზღაურების სანაცვლოდ. მომხმარებლების უმრავლესობა იყენებს კომპიუტერს ინტერნეტკავშირისთვის, თუმცა დღეს შესაძლებელია სპეცილური ადაპტორის შეძენა, რომელიც ტელევიზორით უზრუნველყოფს ინტერნეტკავშირს.
ინტერნეტსერვისპროვაიდერები და ონლაინ სერვისები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომხმარებელს უსაფრთხო, სასიამოვნო და სასარგებლო ონლაინ გამოცდილება ჰქონდეთ, თუმცა თითოეული მომხმარებლის ქცევის გაკონტროლებას აღნიშნული კომპანიები ვერ შეძლებენ იმაზე უკეთ, ვიდრე ამას ადგილობრივი მთავრობა აკეთებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ინტერნეტკავშირის მიღების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს და ინფორმაცია გაცვალოს ადამიანებთან, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სხვა ინტერნეტ სერვის პროვაიდერთან ან ონლაინსერვისთან. ინტერნეტი უზარმაზარ გლობალურ ქსელს წარმოადგენს, რომელიც არ კონტროლდება/იმართება არც კომპანიის და არც მთავრობის მიერ.
მსოფლიოში ყველას, კომპანიებს, მთავრობებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს შეუძლია მასალების და ინფორმაციის განთავსება ინტერნეტქსელში.ინტერნეტსერვისპროვაიდერი გაკავშირებს საიტებთან, თუმცა მას აღნიშნული საიტების კონტროლის მექანიზმები არ გააჩნია. პიროვნება თავად არის პასუხისმგებელი უსაფრთხო და ადეკვატურ ქცევაზე.
საინფორმაციო მაგისტრალის დადებითი მხარეები
დღეს შესაძლებელია უამრავი სერვისის მიღება, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ახალი ამბები, ამინდის პროგნოზი, სპორტული ამბები, სააქციო ბირჟის ფასები, ფილმის რეცენზიები, ენციკლოპედიები, ავიაბილეთების ფასები ფართოდ ხელმისაწვდომია. მომხმარებელს შეუძლია ისეთი ტრანზაქციების შესრულება, როგორიცაა აქციებით ვაჭრობა, სამგზავრო ჯავშნების გაკეთება, საბანკო მომსახურების მიღება და შესყიდვების გაკეთება. შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია ადგილობრივ სკოლებზე ან მთავრობაზე, წაიკითხოთ გაზეთი ან მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ. მილიონობით ადამიანი უკავშირდება ოჯახს და მეგობრებს მსოფლიოს გარშემო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ზოგი იყენებს საჯარო საინფორმაციო არხებს, ჩატის გვერდებს ახალი მეგობრების შეძენის მიზნით. ინტერნეტის საშუალებით, ასევე, შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს და მოუსმინოთ აუდიოპროგრამებს დიდი მედია კომპანიების, ბიზნესების, ორგანიზაციების ან ცნობილი ადმიანების შესახებ. ინტერნეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც საგანმანათლებლო და გასართობი საშუალება, მოძებნოთ ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, ეწვიოთ ვირტუალურ მუზეუმს, გაიაროთ სასწავლო კურსი, ითამაშოთ კომპიუტერული თამაშები სხვა მომხმარებლებთან ან თვითონ კომპიუტერთან.
"საგანმანათლებლო... მიზნით, მომხმარებელს �შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე..."
ონალაინ სერვისების მომხმარებლებს ძირითადად დადებითი გამოცდილება აქვთ. თუმცა, ნებისმიერი საქმიანობის მსგავსად, იქნება ეს მოგზაურობა, საჭმლის მომზადება თუ სკოლაში სიარული, ინტერნეტის გამოყენებასაც თან ახლავს რისკები. ონლაინ სამყარო, დანარჩენი საზოგადოების მსგავსად, სხვადასხვა თვისებების მატარებელ ადამიანებს აერთიანებს. მათ უმრავლესობა წესიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან, თუმცა ზოგიერთი შეიძლება იყოს უზრდელი, მავნებელი, შეურაცხმყოფელი, ძუნწი ან ექსპლუატატორი. ბავშვები ბევრ სარგებელს იღებენ ონლაინ სერვისებიდან, თუმცა ისინი დანაშაულებრივი ქმედების და ექსპლუატაციის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ. ბავშვები იოლად ენდობიან, ცნობისმოყვარეობით სავსე არიან და მოუთმენლად ელიან ახალ სამყაროსთან და ურთიერთობებთან ზიარებას. ბავშვებს აუცილებლად სჭირდება მშობლის მეთვალყურეობა და რჩევები ინტერნეტ სივრცეში ჯანსაღი, პროდუქტიული და სასიამოვნო გამოცდილების შენარჩუნებისთვის.
საკითხის ანალიზი
მართალია, წარსულში გვსმენია ინტერნეტის და ონლაინ სერვისების გამოყენებით დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა არც თუ ისე ხშირად. რა თქმა უნდა, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დანაშაულის მსგავსად, ბევრი შემთხვევა უცნობი რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვს არ უნდა შემთხვევის განხილვა მშობელთან.
ის ფაქტი, რომ დანაშაულებრივი ქმედება შესაძლოა მოხდეს ონლაინ, ინტერნეტ სერვისების გამოყენების თავიდან აცილების მიზეზი არ უნდა გახდეს. ონლაინ სერვისების აკრძალვა ბავშვებისთვის სკოლაში, დანაშაულებრივი ქმედების საფრთხეების გამო, სიარულის აკრძალვის ტოლფასი იქნება.
უკეთესი იქნება, თუ ბავშვებს მივაწვდით ინფორმაცია კიბერ სივრცის დადებით მხარეებსა და საფრთხეებზე და ვასწავლით თუ როგორ გამოიჩინონ გონიერება და დაიცვან თავი პოტენციურად საშიში სიტუაციისგან.
რა რისკებთან გვაქვს საქმე?
ბავშვები, რომლებიც ინტერნეტს ან ონლაინ სერვისებს იყენებენ, სხვადასხვა სახის რისკის წინაშე არიან. განსაკუთრებით საფრთხის მომცველია თინეიჯერების აქტივობა, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფის მოზარდები, ძირითადად, მშობლის მეთვალყურეობის გარეშე იყენებს ინტერნეტ სივრცეს და მათი ჩართულობის ალბათობა ონლაინ დისკუსიებში ლიდერობის, ურთიერთობების და სექსუალური აქტივობის თემებზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მცირეწლოვანი ბავშვებისა. თუ ოჯახში გყავთ თინეიჯერი ან თქვენ თავად ხართ ამ ასაკში, გაეცანით სტატიას თინეიჯერთა/მოზარდთა უსაფრთხოება საინფორმაციო მაგისტრალზე, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე� www.missingkids.com.
"განსაკუთრებით საფრთხის მომცველია თინეიჯერების აქტივობა, . . . . . მათი ჩართულობის ალბათობა ონლაინ დისკუსიებში ლიდერობის . . . . . თემებზე ბევრად უფრო მაღალია.�
რისკებს შორის გვხვდება:
არასათანადო მასალების გაცნობა
ერთ-ერთი რისკი შეიძლება იყოს არასათანადო - სექსუალური, ძალადობრივი, აგრესიული ხასიათის - მასალების გაცნობა, რომლებიც უბიძგებს მკითხველს საშიში და არალეგალური საქმიანობისკენ.
ფიზიკურ ძალადობაზე მიმართული ქმედება
ერთ-ერთ რისკს წამორადგენს ისეთი ინფორმაციის გაცემა, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მას ან მისი ოჯახის წევრების ფიზიკურ მდგომარეობას. ყოფილა შემთხვევები, როცა პედოფილები იყენებენ ელ-ფოსტას, საინფორმაციო დაფას, ჩატს ბავშვის ნდობის მოსაპოვებლად და შემდეგ პირისპირ შეხვედრის დასაგეგმად.
შეურაცხყოფა
ერთ-ერთი რისკი შეიძლება იყოს ელ-ფოსტის, საინფორმაციო დაფის ან ჩატის გამოყენება შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და აგრესიული მესიჯების გასავრცელებლად.
სამართლებრივი და ფინანსური
არსებობს იმის რისკიც, რომ ბავშვის ქმედებამ გამოიწვიოს იურიდიული ან ფინანსური რისკები, მაგალითად გასცეს მშობლის საკრედიტო ბარათის ნომერი ან გააკეთოს ისეთი რამ, რაც არღვევს სხვა პიროვნების უფლებებს. სამართლებრივი ნორმების დაცვის გარდა, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ �ინტერნეტ ეტიკეტი�, რათა თავი აარიდონ უხეშ, უპატივცემულო და არაკეთილსინდისიერ ქცევას.
რა როლი აქვს მშობელს რისკების შემცირებაში
ბავშვებს გარკვეული დოზით სჭირდებათ დამოუკიდებლობა და იზოლირება. მეორე მხრივ, აუცილებელია მშობლის მეთვალყურეობა და ჩართულობა ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში. მშობლის როლი და მოვალეობები რეალური ცხოვრებიდან ონლაინ სივრცეზეც ვრცელდება.
თუ გაქვთ ნერვიულობის საფუძველი თქვენი ბავშვის ონლაინ საქმიანობის შესახებ, აუცილებლად გაესაუბრეთ მას. ასევე, მიიღეთ მასწავლებლების, ბიბლიოთეკარების და ინტერნეტის მცოდნეების რჩევა და რეკომენდაციები. თქვენს ბავშვთან ღია კომუნიკაცია, კომპიუტერშივე არსებული რესურსების გამოყენება და თქვენ მიერ ბავშვის ონლაინ აქტივობის მონიტორინგი ინტერნეტის სასარგებლო თვისებების გამოყენების და პოტენციური პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
თუ თქვენი ბავშვი მოგიყვებათ ონლაინ ურთიერთობის არასასიამოვნო გამოცდილებას ნუ დაადანაშაულებთ მას, არამედ დაეხმარეთ თავიდან აიცილოს მსგავსი პრობლემები მომავალში. გახსოვდეთ, რომ თქვენს რეაქციაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად გახსნილი იქნება ბავშვი თქვენთან და გაგიზიარებთ ახალ პრობლემას; ასევე, როგორ ისწავლის პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას.��
"ბავშვებს გარკვეული დოზით სჭირდებათ დამოუკიდებლობა და იზოლირება. მეორე მხრივ, აუცილებელია მშობლის მეთვალყურეობა და ჩართულობა��
გარდა ზემოაღწერილი ელემენტარული რჩევებისა, სასურველია, იცოდეთ რამდენიმე კონკრეტული საკითხი ინტერნეტის შესახებ. მაგალითად, იცით თუ არა, რომ არსებობს ვებსაიტები და ინფოჯგუფები, სადაც აგრესიული, ძალადობრივი ან სხვა სახის ბავშვებისთვის არაადეკვატური მასალებია განთავსებული?� რამდენად შესაძლებელია ბავშვები გადააწყდნენ ამ ტიპის მასალებს საძიებო სისტემების გამოყენებისას. საძიებო ვებგვერდების უმრავლესობა ბავშვების ასაკის შესაბამისად არ ფილტრავს ინფორმაციას, თუმცა არსებობს ბავშვისთვის უსაფრთხო საძიებო ვებგვერდებიც, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
ასევე, ინტერნეტ სივრცეში ერთიანდება ისეთი ვებგვერდები და ინფოჯგუფები, სადაც ზრდასრულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მოიპოვოს სექსუალური ხასიათის მასალები სტატიების, ფოტოების და ვიდეოების ჩათვლით.� ზოგიერთი ასეთი საიტი მოითხოვს მომხმარებლის ასაკის დადასტურებას ან საკრედიტო ბარათის ნომერს (ვარაუდით, რომ ბავშვს არ ექნება საკრედიტო ბარათი). თუმცა, ყველა ვებგვერდზე არაა დაწესებული კონტროლის ასეთი სისტემა� ყოველი შემთხვევისთვის, აკონტროლეთ თქვენი საკრედიტო ბარათი.
ზოგიერთი ონლაინსერვისი და ინტერნეტსერვისპროვაიდერი ბავშვებისთვის ზოგიერთი საიტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესაძლებლობას გაძლევთ. ამ შემთხვევაში, გეცოდინებათ, რომ ბავშვისთვის შეუფერებელი მასალა თქვენი შვილისთვის ხელმიუწვდომელი იქნება და, შესაბამისად, საფიქრალიც ნაკლები გექნებათ.
აუცილებლად თვალი ადევნეთ ბავშვის მიერ ჩამოტვირთულ ფაილებს, გაუზიარეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი ბავშვს, რათა მისი ფოსტის შემოწმების საშუალება გქონდეთ. თვალი ადევნეთ თქვენი შვილის საუბრებს დახურულ ჩატ სივრცეში.
"თქვენი შვილისთვის დადებითი ონლაინ გამოცდილების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო საშუალებაა მათ ონლაინ საქმიანობაში ჩართულობა."
პოპულარულ ინტერნეტბრაუზერებს მასალების გაფილტვრის ფუნქცია აქვთ (პროგრამული უზრუნველყოფა), რაც მშობლებს საშუალებას აძლევს� შეზღუდონ ბავშვების ხელმისაწვდომობა გარკვეულ ვებგვერდებზე. ასევე, სასარგებლოა ვებგვერდების, ინფოჯგუფების და ჩატის დაბლოკვის პროგრამები. ამ პროგრამების უმრავლესობის კონფიგურაცია მშობელს შეუძლია. შეზღუდეთ ისეთი საიტები, სადაც განთავსებულია სექსუალური, აგრესიული, ძალადობრივი მასალები ან გავრცელებულია ინფორმაცია ნარკოტიკების, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების წასახალისებლად. ზოგიერთი პროგრამა დაგიცავთ ბავშვის მიერ ისეთი ინფორმაციის გაცემისგან, როგორიცაა სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. გაფილტვრის პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე იხილოთ. www.safekids.com/filters.htm.
ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება დაგეხმარებათ, თუმცა ისინი სრულყოფილი პანაცეა ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, გამოიყენებთ თუ არა გაფილტვრის პროგრამებს და ინტერნეტ საიტების შეზღუდვის სისტემებს, თქვენი შვილისთვის დადებითი ონლაინ გამოცდილების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო საშუალებაა მათ ონლაინ საქმიანობაში ჩართულობა. გაატარეთ გარკვეული დრო თქვენს ბავშვთან ერთად მაშინ, როცა ის ონლაინაა. სთხოვეთ, გაჩვენოთ და გასწავლოთ, რას აკეთებს და რა სერვისებს იყენებს. გაკვირვებული დარჩებით, რამდენი სიახლის შესახებ შეიძლება გაიგოთ ბავშვისგან.
გზამკვლევი მშობლებისთვის
შვილების ონლაინ აქტივობაზე პასუხისმგებლობის აღებით მშობლებს შეუძლიათ მინიმუმამდე დაიყვანონ პოტენციური რისკები. დანერგეთ შემდეგი წესები:
� არასოდეს გასცეთ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია � სახლის მისამართი, სკოლის სახელი, ტელეფონის ნომერი � საჯარო ადგილზე (ინფოჯგუფი ან ჩატი). დარწმუნდით, რომ თქვენ ან თქვენი შვილი ნაცნობებს და სანდო პირებს ეკონტაქტებით, ვიდრე თქვენი ელ�ფოსტის მისამართს გასცემთ. კარგად დაფიქრდით, ვიდრე თქვენს პირად ინფორმაციას, ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას, ფინანსურ ინფორმაციას, ვინმეს გაუზიარებდეთ. ნუ განათავსებთ თქვენი შვილების ფოტოებს ვებგვერდებზე ან ინფოჯგუფებში, ნუ გახდით საჯაროდ ხელმისაწვდომს. გამოიყენეთ ფსევდონიმი და არა თქვენი შვილის რეალური სახელი ან ელ�ფოსტის მისამართი საჯარო ცნობარებში და პროფილებში. მიიღეთ ინფორმაცია თქვენი ინტერნეტსერვის პროვაიდერის რეგულაციებზე და გაარკვიეთ შეიძლება თუ არა ვინმემ თქვენი პირადი ინფორმაცია გამოიყენოს.
� მიიღეთ მეტი ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეზე და სერვისებზე, რომელსაც თქვენი ბავშვი იყენებს. თუ არ იცით, როგორ შეხვიდეთ ამა თუ იმ საიტზე, სთხოვეთ თქვენს შვილს, რომ გაჩვენოთ. თვალი ადევნეთ, რა აქტივობით არის დაკავებული თქვენი შვილი ონლაინ.
� არ დართოთ შეხვედრის ნება კომპიუტერის უცნობ მომხმარებელთან მშობლის თანხმობის გარეშე. თუ ასეთი შეხვედრა დაიგეგმება, გამოიყენეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და აუცილებლად გაყევით თან ბავშვს.
"თუ ასეთი შეხვედრა დაიგეგმება, გამოიყენეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და აუცილებლად გაყევით თან ბავშვს."
� არასოდეს უპასუხოთ მესიჯებს ან განცხადებებს, რომლებიც საეჭვოა, აგრესიულია, საფრთხის მომცველი ან დისკომფორტს გიქმნით. თქვენს ბავშვებს შეახსენეთ, რომ გაგიზიარონ თუ ასეთ მესიჯებს წააწყდებით. თუ თქვენ ან თქვენი შვილი მიიღებს შეურაცხმყოფელ, სექსუალური ხასიათის ან საფრთხის მომცველ მესიჯს, გადაუგზავნეთ წერილის ასლი ინტერნეტ სერვის პროვაიდერს დახმარებისთვის. გააფრთხილეთ თქვენი ბავშვები, რომ უცნობი ადამიანისგან ელ�ფოსტით მიღებულ წერილში მოცემული ბმულები არ გახსნან. ასეთ ბმულები შეიძლება მოიცავდეს სექსუალურად ღია და შეუფერებელ ვებგვერდებს.
� თუ ვინმე გამოგიგზავნით უწმაწურ, უხამს, ბინძურ მესიჯს ძალადობის, შეურაცხყოფის, შეწუხების, დაშინების მიზნით ან თუ შეიტყობთ ბავშვების პორნოგრაფიაში ჩართვის შესახებ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულ ცენტრს, ტელეფონის ნომერი 1-800-843-5678 or www.missingkids.com/cybertip.
� გახსოვდეთ, რომ ადამიანს შეუძლია შეინიღბოს თავი ონლაინ. თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ ან მოუსმინოთ მას. ამდენად, ადამიანმა, ვისაც ონლაინ ესაუბრებით შესაძლოა გითხრათ, რომ 12 წლის გოგონაა და ამ დროს 40 წლის მამაკაცი აღმოჩნდეს.
� გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ონლაინ წაიკითხავთ, სიმართლეს არ შეეფერება. ნებისმიერი �დაუჯერებლად კარგი� შემოთავაზება, სავარაუდოდ, სიყალბეა. ფრთხილად იყავით და არ მიიღოთ რაიმე შემოთავაზება შეხვედრაზე, სტუმრად მისვლაზე ან მიღებაზე, ფულის ან საკრედიტო ბარათის ნომრის გაცემაზე.
� დასახეთ გონივრული წესები და რეგულაციები ბავშვების მიერ კომპიუტერის გამოყენებასთან დაკავშირებით. �(იხილეთ "ონლაინ უსაფრთხოების ჩემი წესები" უკანა ყდაზე). განიხილეთ მოცემული წესები და გააკარით თქვენს კომპიუტერთან თვითშეხსენებისთვის. გახსოვდეთ, რომ მონიტორინგი უნდა გაუკეთოთ, რამდენად გულდასმით ასრულებენ მოსწავლეები წესებს, განსაკუთრებით ონლაინ რეჟიმში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თუკი თქვენი ბავშვი გადაჭარბებით იყენებს ინტერნეტს და განსაკუთრებით ღამის საათებში, აშკარად რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე. გახსოვდეთ, რომ პირადი კომპიუტერი და ონლაინ სერვისები ელექტრონული ძიძების როლს არ უნდა ასრულებდეს.
� შეამოწმეთ ვებგვერდების დაბლოკვის, გაფილტვრის და რეიტინგის მინიჭების ფუნქციები.
� გადააქციეთ ონლაინ აქტივობა ოჯახურ ღონისძიებად. დადგით კომპიუტერი საერთო ოთახში და არა საძინებელში. გაიცანით თქვენი შვილების �ონლაინ მეგობრები�, ისე როგორც ეცნობით მათ სხვა მეგობრებს.
ონლაინ უსაფრთხოების ჩემი წესები
� არ გავცემ პირად ინფორმაციას, როგორიცაა ჩემი მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლის სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სკოლის სახელი და ადგილმდებარეობა მშობლის ნებართვის გარეშე. �
� მშობლებს დაუყოვნებლივ ვეტყვი, თუ რაიმე არაკომფორტულ ინფორმაციას გადავაწყდები.
� არასოდეს დავთანხმდები ვინმე უცნობთან შეხვედრას მშობლების ნებართვის გარეშე. თუ მშობლები დათანხმდებიან შეხვედრას, აუცილებლად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და მშობელთან ერთად.
� არ ვუპასუხებ სხვის წერილს, რომელიც დისკომფორტს შემიქმნის. ასეთ ტიპის მესიჯს თუ მივიღებ, ჩემი ბრალი აქ იქნება და ამდენად, მშობლებს ვეტყვი, რათა ონლაინ სერვისთან აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დამეხმარონ.
� დაველაპარაკები ჩემს მშობლებს და ონლაინ სერვისების გამოყენებისთვის ერთობლივად შევიმუშავებთ წესებს. �განვსაზღვრავ, რამდენი დრო შეიძლება გავატარო ონლაინ ყოველ დღე. განვსაზღვრავ, რომელი საიტები უნდა ვნახო. დადგენილ წესებს არ დავარღვევ მშობლების ნებართვის გარეშე.
დოკუმენტის შესახებ
მოცემული ბროშურა შექმნა ლორენს ჯ. მაჯიდმა, ლოს ანჟელეს ტაიმსის ჟურნალისტმა, რომელიც ავტორია წიგნისა The Little PC Book (Peachpit Press) და ასევე კურირებს ვებგვერდს www.safekids.com. აღნიშნული ვებგვერდი მიზნად ისახავს ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ონლაინ.� მისი ავტორობით ასევე გამოქვეყნდა სტატია თინეიჯერთა უსაფრთხოება საინფორმაციო მაგისტრალზე. სტატია დაიბეჭდა უფასო ბროშურის სახით და გავრცელდა �დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის მიერ�. სტატია, ბავშვთა უსაფრთხოება საინფორმაციო მაგისტრალზე �დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის� და ინტერნეტ ალიანსის (ყოფილი ინტერაქტიული სერვისების ასოციასია) ერთობლივი ნაშრომია. (მისამართი PO Box 65782, Washington, DC 20035-5782, 202-955-8091, ia@internetalliance.org.) �ბროშურის პირველი ვერსია დაიბეჭდა შემდეგი ორგანიზაციების სპონსორობით America Online��, CompuServe��, Delphi��� Internet, e���World, GEnie��, Interchange��� Online Network, and Prodigy�� Services.
Комментариев нет:
Отправить комментарий